15 იანვარი 2023
თუ ამჩნევთ, რომ თქვენი (წყვილის) ურთიერთობა ისე არ მიმდინარეობს, როგორც თქვენ და თქვენს მეწყვილეს სურს, გაქვთ კომუნიკაციის პრობლემები, ხშირია კონფლიქტები, არ გესმით ერთმანეთის, გიჭირთ ნდობა, ვერ ინაწილებთ როლებს და მოვალეობებს ოჯახში, გაქვთ პარტნიორის ოჯახთან კონფლიქტი ან მეწყვილესთან სექსუალური შეუთავსებლობა - ნუ უგელებელყოფთ სპეციალისტთან ვიზიტს.
ხშირად ერთ-ერთი პარტნიორი უარზეა თერაპიაში მონაწილეობის მიღებაზე, მიზეზი კი შეიძლება იყოს: შფოთვა, სირცხვილი, შიში ან უიმედობა, მაგრამ ფსიქოლოგთან პირველი ვიზიტის შემდეგ, ეს მდგომარეობა აუცილებალდ იცვლება.
როგორ მიმდინარეობს ფსიქოთერაპია?
- ფსიქოთერაპიის პროცესში წყვილებს ეძლევა საშუალება, უცნობი თვალით შეხედონ ერთმანეთს და დაინახონ პრობლემები გვერდიდან. ფსიქოლოგი დაგეხმარებათ დააყენოთ თქვენი თავი პარტნიორის ადგილზე, რომ შეძლოთ მისი ემოციების და პოზიციის უკეთ გააზრება.
პროცესში ისწავლით ემოციების მართვას, სწორ კომუნიკაციას, კონკრეტული ტექნიკები და სავარჯიშოები კი დაგეხმარებათ საკუთარი თავის და პარტნიორის უკეთ შეცნობაში, ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში.
რა შედეგი აქვს წყვილების თერაპიას?
- თერაპიის კურსი მოგცემთ ოჯახურ კეთილდღეობას, შეძლებთ დამოუკიდებლად მოაგვაროთ კონფლიქტები მეწყვილესთან, გაგიუმჯობესდებათ სექსუალური ურთიერთობები პარტნიორთან, გეცოდინებათ, როგორ გამოხატოთ თქვენი ემოციები სწორად, შეგიმცირდებათ შფოთვა და გაიზრდება ნდობა ერთმანეთში.
თუ გსურთ სტაბილური ოჯახური ცხოვრება და რაც მთავარია, გიღირთ პრობლემური ურთიერთობა გადაარჩინოთ, წყვილების თერაპია - არის შანსი, რომლის გამოყენებასაც ყოველთვის აქვს აზრი.
ფსიქოლოგი: მარიამ მგალობლიშვილი