13 მაისი 2025
უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ ჭარბი წონა მრავალი დაავადებისა და პრობლემის მიზეზია, მათ შორის, უშვილობის.
ჰორმონალური დარღვევები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ჭარბი წონის დროს იჩენს თავს, მიზეზი ხდება ქალებში - ანოვულაციის, კვერცხუჯრედების ფუნქციის დაქვეითების, ხოლო მამაკაცებში - უარუოფითად მოქმედებს სპერმის ხარისხსა და პოტენციაზე.
ვიცით, რთულია უცებ დაიკლო წონაში და აქვე უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მიმართავთ სწრაფ და გაურკვეველ დიეტებს, მით უმეტეს საეჭვო პრეპარატებს.
წონის კლებისას მიდგომა ინდივიდუალურია - დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სქესზე, ჭამის რეჟიმსა და ჩვევებზე, ამიტომაც უმჯობესია თუ მიმართავთ სპეციალისტს, კერძოდ კი ენდოკრინოლოგს.
თუმცა, გარკვეული ჩვევების გამომუშავებით, რაც აუცილებლად დადებითად აისახება წონაზე, ყველას შეუძლია. ამიტომაც, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლის შესრულება ნებისმიერს შეუძლია.
ნელ-ნელა, თანდათანობით გამოიმუშავეთ შემდეგი ჩვევები:
მიირთვით საკვები დღეში 4-5-ჯერ 3-4 საათიანი ინტერვალით
წყალი: კვებებს შორის მიიღეთ მხოლოდ წყალი, თუ თქვენ იწონით მაგალითად 70 კგ, 70 გაამრავლეთ 3 ზე = 210, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეში უნდა მიიღოთ 2 ლ 100 გრ წყალი. უზმოზე დალიეთ - 1-2 ჭიქა წყალი. ჭამამდე 20 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ 20 წუთის განმავლობაში წყლის მიღება არ შეიძლება. წყალი სვით ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპად.
საღამოს 6-ის შემდეგ ნებისმიერი კვება უნდა იყოს მსუბუქი: მაგალითად - 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი ან 200 გრ. ხაჭო, ან ბოსტნეული უმად, უცხიმოდ, უშაქროდ და უმარილოდ მომზადებული, მიირთვით 1-2 კვერცხი ან 150 გრ ხორცი.
ძალიან ეფექტურია ე.წ. ერთი თეფშის პრინციპი: ერთ თეფშზე მოათავსეთ საკვები და მიირთვით მხოლოდ ის. არასდროს გადაიღოთ და/ან დაამატოთ მეტი.
კვების რაციონიდან ამოიღეთ: ტკბილეული, ცომეული, ტკბილი, გაზიანი სასმელები, ნებისმიერი ცხიმიანი საკვები, მაიონეზი. იშვიათად, მაგრამ თუ გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებია, რომ ეს არაჯანსაღი საკვები მიერ რაოდენობით დღისით მიირთვათ, პირველ ან მეორე კვებაზე.
ხილიც უმჯობესია მიირთვათ დღის პირველ ნახევარში.
გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა: ჰაერზე სეირნობით, ფეხით სიარული, - მინიმუმ 3 კმ დღეში და ყოველდღიურად თუ არა, გამოყავით კვირაში 2-3 დღე ვარჯიშისთვის.