kaKA

როგორია ნორმალური მენსტრუალური ციკლი

28 აპრილი 2025

როგორია ნორმალური მენსტრუალური ციკლი

📢 ხშირად ქალბატონები ჩივიან, რომ მენსტრუაციის დარღვევა აქვთ. იმისათვის, რომ არ იღელვოთ ტყუილად, მოდი, გავარკვიოთ, როგორია ნორმალური მენსტრუალური ციკლი.

🌺 ნორმალური მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა 21 -დან 35 დღემდეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მენსტრუაციის დაწყების პირველი დღიდან შემდეგი მენსტრუაციის დაწყების პირველ დღემდე დასაშვებია იყოს 21-დან 35 დღემდე. როგორც წესი, ყველა ქალს მენსტრუალური ციკლის გარკვეული ხანგრძლივობა ახასიათებს და ციკლი ყველაზე ხშირად 28-დღიანია, მაგრამ ზოგჯერ, შესაძლოა, მენსტრუალური ციკლი ჩვეულებრივზე გვიან ან ადრე დაიწყოს და ესეც არ არის ნორმიდან გადახრა იმ შემთხვევაში, თუ მენსტრუაციის „გადაცდენის" ინტერვალი არაუმეტეს 4-5 დღეა.

🗓 ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ ერთი ციკლი 28-დღიანია, ნორმალურია თუ შემდეგი მენსტრუაცია დაიწყება არა 28-ე არამედ 30-ე ან 32-ე დღეს, ანუ 3-4 დღით გადახრა დასაშვებია.

🌔ხშირად ქალები შფოთავენ იმის გამო, რომ მენსტრუაცია თვეში ორჯერ მოუვიდათ, მაგრამ ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ თვეში რამდენჯერ მოდის მენსტრუაცია, არამედ ინტერვალი მენსტრუაციებს შორის. მაგალითად, თუ ციკლი დაიწყო 1-ელ მარტს და შემდეგი ციკლი - 28 მარტს, გამოდის რომ ორივე მენსტრუაცია ერთ თვეშია, მაგრამ ინტერვალი 28 დღეა, რაც ნორმაა.

🌓მეორე მაგალითი: მენსტრუაცია დაიწყო 31 მარტს და შემდეგი მენსტრუაცია 1-ელ მაისს, ამ შემთხვევაში ბევრი ქალი იტყვის ერთი თვე „ჩამიგდოო", რადგან აპრილში არ ჰქონდა მენსტრუაცია, სინამდვილეში ესეც ნორმაა, რადგან ამ ორ მენსტრუაციას შორის ინტერვალი 32 დღეა.

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი