kaKA

საშვილოსნოს პოლიპი - უნაყოფობის მიზეზი?

10 იანვარი 2025

საშვილოსნოს პოლიპი - უნაყოფობის მიზეზი?

📢 საშვილოსნოს პოლიპი არის საშვილოსნოს ღრუს კეთილთვისებიანი ქსოვილოვანი წანაზარდი, რომელიც შესაძლებელია იყოს ერთეული და მრავლობითი - პოლიპოზი.

პოლიპის წარმოქმნის მიზეზები: 👇

✔️ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური დისბალანსი, ჭარბი წონა, ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის ან მშობიარობის შემდეგ განვითარებული პლაცენტარული პოლიპი.

სიმპტომები: 👇
✔️ პოლიპს ახასიათებს ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუაცია, სისხლიანი გამონადენი ციკლებს შორის. მენოპაუზაში არსებული სისხლიანი გამონადენი ხშირად საშვილოსნოს პოლიპზე ან ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიაზე მიუნიშნებს.

👇 შესაძლებელია თუ არა პოლიპი უშვილობის მიზეზი გახდეს?
✔️ დიახ, პოლიპი ხშირად უშვილობის მიზეზიც არის. ზოგჯერ ის საშვილოსნოს ღრუში ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ კვერცხსავალი მილების შესასვლელს ფარავს, ზოგჯერ კი, როცა მოზრდილია ან მრავლობითი, ხელს უშლის ემბრიონის ენდომეტრიუმში ჩანერგვას.

დიაგნოსტიკა: 👇
✔️ პოლიპის აღმოჩენა შესაძლებელია
ექოსკოპიური გამოკვლევით. თუმცა, ზუსტი დიაგნოსტირებისთვის - მისი ზომის, ფორმის, მდებარეობისა და სტრუქტურის განსაზღვრისთვის, მაინც ჰისტეროსკოპიული მეთოდია მიზანშეწონილი.

მკურნალობა: 👇
✔️ საშვილოსნოს ღრუს პოლიპის მკურნალობა ხდება ჰისტეროკოპიით. პროცედურის დროს სპეციალური ვიდეოკამერით ხდება საშვილოსნოს ღრუში შესვლა და ვიზუალური კონტროლით პოლიპის მოცილება.

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი