kaKA

საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა სპეციალური მიკროსკოპით

10 იანვარი 2025

საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა სპეციალური მიკროსკოპით

კოლპოსკოპია - ეს არის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა სპეციალური მიკროსკოპით, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის შეფასება და სხვადასხვა პათოლოგიური ცვლილების გამოვლენა.

📌 კოლპოსკოპიის ჩატარება ხდება გინეკოლოგიურ სავარძელზე:
- ვაგინაში თავსდება ჩვეულებრივი გინეკოლოგიური სარკე;
- ხდება საშვილოსნოს ყელის ვიზუალიზაცია და დათვალიერება მიკროსკოპით;
- ამავე დროს, საშოს კედლებისა და საშვილოსნოს ყელის დამუშავება კონტრასტული ხსნარებით, რაც შესაძლებელს ხდის პათოლოგიური უბნების გამოვლენას მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე.

⏳ **პროცედურის ხანგრძლივობაა 10-15 წუთი** და არის აბსოლუტურად უმტკივნეულო.
📅 ტარდება ციკლის ნებისმიერ დღეს, გარდა მენსტრუალური სისხლდენის დღეებისა.

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი