kaKA

როგორ ხდება სქესობრივი მომწიფება ბიჭებში და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა?

10 სექტემბერი 2024

როგორ ხდება სქესობრივი მომწიფება ბიჭებში და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა?

სქესობრივი მომწიფება ბიჭებში ჩვეულებრივ 9-დან 14 წლამდე ასაკში იწყება და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი. სქესობრივ მომწიფებას ბიჭებში განაპირობებს თავის ტვინის სტრუქტურიდან, კერძოდ ჰიპოფიზიდან სასქესო ჰორმონების გაძლიერებული გამოყოფა, ისინი ასტიმულირებენ სათესლე ჯირკვლების უჯრედებს, რომლებიც იწყებენ ტესტოსტერონის გამოყოფას. მაღალი ტესტოსტერონი გავლენას ახდენს ორგანიზმზე და იწვევს მთელ რიგ ცვლილებებს: 👇

▪️ 9-10 წლის ასაკში იზრდება სათესლე ჯირკვლები, სათესლე პარკის ფერი მუქდება, სხეული იზრდება, ხშირაც ეს ხდება ძალიან სწრაფად და ბიჭი სულ რაღაც თვეებში მკვეთრად იმატებს სიმაღლეში.

▪️ 11-13 წ. ასაკში იზრდება სასქესო ასო, ჩნდება თმიანი საფარველი სახეზე, ბოქვენზე, იღლიებში. იზრდება კუნთოვანი მასა და სხეული ნელნელა იცვლის ფორმებს.

▪️ 13-15 წ - მატულობს თმიანობა, იცვლება ხმა, ამ პერიოდდი ბიჭებს არასტაბილური ხმა აქვთ, ბიჭი მკვეთრად იმატებს სიმაღლეში, შესაძლოა მადის მომატება, ოფლი იძენს სპეციფიურ სუნს, ანდროგენების ჭარბი რაოდენობის გამო შესაძლოა გამოვლინდეს აკნე - გამონაყარი სახეზე.

▪️ 15-18 წ. ასაკში ფორმირებულია სხეული- იკვეთება მამაკაცური აღნაგობა, სწრაფი ზრდა მცირდება და უკვე თმები ყველგან სტაბილურად ეზრდება.

▪️ სქესობრივი მომწიფებისას სპერმატოზოიდების გამომუშავება სეთესლე ჯირკვლებში დაახლოებით 12-16 წლის ასაკში იწყება. სწორედ ამ პერიოდში ხდება პირველი პოლუციები - სპერმის უნებლიე გამოყოფა, რომელიც ძირითადად ღამის პერიოდში და ძილში აღინიშნება.

▪️ სქესობრივი მომწიფების დროს ბიჭებს ახასიათებთ ემოციური ცვლილებები, რაც ხშირად დაკავშირებულია მეტი დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილთან.

▪️ სქესობრივ მომწიფებას ბიჭები გარკვეული ტემპით გადიან და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ მდგომარეობას, თუ:

1. სათესლე ჯირკვლების განვითარება არ აღინიშნება 14 წლისთვის.

2. თმიანი საფარველის განვითარება არ აღინიშნება 15 წლამდე

3. არ იზრდება სიმაღლეში 15 წლისთვის.

4. მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება დაიწყო 9 წლამდე ასაკში.

©️ ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი • Manana Mgaloblishvili

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი