kaKA

ბაქტერიული ვაგინოზი

14 მარტი 2024

ბაქტერიული ვაგინოზი

ბაქტერიული ვაგინოზი ვაგინიტის ყველაზე ხშირი მიზეზია. ეს მდგომარეობა გამოწვეულია ვაგინის ნორმალური ბაქტერიული მიკრობიოტის დარღვევით და შესაბამისად, ვაგინალური pH-ის მომატებით. ამ დროს ჩვენი „მეგობარი" ბაქტერიები, ლაქტობაცილები რაოდენობით უფრო ნაკლები გვხვდება, ვიდრე დაავადების გამომწვევი ბაქტერიები - მაგალითად, ანაერობები.

კლასიკური კლინიკური სიმპტომებია გამონადენი და ვაგინალური ოდორი, თუმცა ქალბატონების 50%-ს შეიძლება არ ჰქონდეს კლინიკური გამოვლინება. გამონადენი ძირითადად არის გამჭვირვალე/მოთეთრო ფერის, თხელი და ერთგვაროვანი. ხშირად გამონადენის აქვს დამახასიათებელი სუნი, რომელიც უფრო მწვავეა მენსტრუაციული ციკლის დროს ან სექსუალური კონტაქტის შემდეგ.

დიაგნოზის დასასმელად ვიყენებთ პაციენტის სამედიცინო ისტორიას, ფიზიკური გასინჯვის მონაცემებს და ბაქტერიოსკოპიას. მკურნალობა ხდება ყველა პაციენტის, რომელსაც დაესვა ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზი და ასევე პაციენტების, რომელთაც უტარდებათ გინეკოლოგიური მანიპულაცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბაქტერიული ვაგინოზი ზრდის რისკს სექსუალურად გადამდები ინფექციების განვითარების. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ პაციენტს დაუდგინდა ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზი 3-ჯერ ან მეტჯერ ერთი წლის განმავლობაში, ეს არის ქრონიკული ვაგინოზის სურათი და ის სპეციფიკურ მკურნალობას მოითხოვს.

ავტორი: ექიმი რეზიდენტი-რეპროდუქტოლოგი ნატა ნაკაიძე.

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი