14 მარტი 2024
პროსტატიტი არის პროსტატის ჯირკვლის, იგივე მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთება. ეს დიაგნოზი მამაკაცთა 50%-ს ესმება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. კლასიფიკაციის მიხედვით, გამოყოფენ ოთხ სხვადასხვა ტიპის პროსტატიტს, მათ შორის, მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
პროსტატიტის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს ან დისკომფორტს მენჯის მიდამოში, წელის ქვედა ნაწილში ან სასქესო ორგანოებში, შარდის პრობლემებთან ერთად, როგორიცაა: ხშირი ან მტკივნეული შარდვა.
დიაგნოზი ხშირად მოიცავს სამედიცინო ისტორიის განხილვას, ფიზიკურ გამოკვლევას და ზოგჯერ ლაბორატორიულ ტესტებს, როგორიცაა, შარდის ანალიზი ან პროსტატის სითხის ანალიზი.
მკურნალობა დამოკიდებულია პროსტატიტის ტიპზე. თუ საქმე გვაქვს ბაქტერიულ ფორმასთან, ვიყენებთ ანტიბიოტიკებს და სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებს.
ქრონიკულ პროსტატიტს შეიძლება დასჭირდეს უფრო გრძელვადიანი მართვის გეგმა.
თუ გაქვთ ეჭვი პროსტატიტზე მნიშვნელოვანია ექიმ-უროლოგთან გაიაროთ კონსულტაცია სწორი დიაგნოზისა და მკურნალობისათვის.
ავტორი: ექიმი რეზიდენტი-რეპროდუქტოლოგი ნატა ნაკაიძე.