kaKA

საშვილოსნოს მიომა

17 იანვარი 2024

საშვილოსნოს მიომა

მიომა არის კეთილთვისებიანი, გლუვკუნთოვანი წარმონაქმნი, რომელიც ძალიან ხშირია რეპროდუქციული ასაკის ქალებში. მდებარეობის მიხედვით გამოყოფენ სამი სახის კვანძებს: სუბმუკოზური, სუბსეროზული და ინტრამურული.

ენდომეტრიუმის კვანძების სიხშირე იზრდება ასაკთან ერთად. 19-25 ასაკობრივ ჯგუფში მიომის სიხშირე აღწევს 12%-ს, ხოლო 35-42 ასაკობრივ ჯგუფში 32%-ს. უნდა აღინიშნოს რომ მენოპაუზის დროს, როდესაც ორგანიზმში მცირდება ესტროგენის რაოდენობა, ფიბროიდების ზომაც შესაბამისად მცირდება.

პაციენტთა უმეტესობა უსიმპტომოა, თუმცა გარკვეულ ჯგუფში შეიძლება შეგვხდეს: ტკივილი, სისხლიანი ვაგინალური გამონადენი და ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა.

ხშირად გვეკითხებიან უშლის თუ არა კვანძის არსებობა ორსულობის დადგომას. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კვანძის ლოკაციასა და ზომაზე. საინტერესოა, რომ პაციენტთა 90% განიცდის ფიბროიდების ზომაში რეგრესიას მშობიარობიდან დაახლოებით 10 თვის განმავლობაში.

მკურნალობის სტრატეგიის განსასაზღვრად უნდა ვიცოდეთ რა არის პაციენტის მთავარი მიზანი: ასოცირებული სიმპტომების მკურნალობა, ფერტილობის შენარჩუნება, თუ ორსულობის დაგეგმვა. შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებას და ვიყენებთ როგორც მედიკამენტურ ინტერვენციას, ასევე ქირურგიულ მეთოდებს.

©️ ექიმი რეზიდენტი-რეპროდუქტოლოგი ნატა ნაკაიძე

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი