kaKA

მეან-გინეკოლოგი ბუნებრივ და თანამედროვე კონტრაცეპტივებზე და მათ ეფექტურობაზე

22 აპრილი 2023

მეან-გინეკოლოგი ბუნებრივ და თანამედროვე კონტრაცეპტივებზე და მათ ეფექტურობაზე

ოჯახის დასაგეგმად არაერთი თანამედროვე საშუალება არსებობს, რომლებიც წყვილს არასასურველი ორსულობისაგან იცავს. ასევე, კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდებიც, რომლის დროსაც ქალებს არაფრის მიღება არ სჭირდებათ. კონტრაცეფციის როგორი მეთოდები არსებობს, როგორ უნდა შეარჩიოს ადამიანმა ის, რა უპირატესობა და რისკებია ქვს თითოეულს - ამ ყველაფერზე მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნატო შენგელია გვესაუბრება:

- კონტრაცეფცია განაყოფიერების ხელშემშლელ ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს და მისი საშუალებით წყვილს შეუძლია, სასურველ დროსა და პერიოდში დაგეგმოს შვილის გაჩენა და თავი არასასურველი ორსულობისაგან დაიცვას. რაც შეეხება კონტრაცეფციის მეთოდებს, მრავალი მეთოდი არსებობს და ქართულ ბაზარზეც საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. თითოეული საშუალების ეფექტურობა ე.წ. პერლის ინდექსით იზომება. რაც უფრო მაღალია პერლის ინდექსი, მით უფრო დაბალია კონტრაცეპტივის მოქმედების ეფექტი.

არსებობს კონტრაცეფციის ბუნებრივი, ჰორმონული და არაჰორმონული საშუალებები. ბუნებრივი მეთოდების დროს წყვილს დამატებით რაიმე კონკრეტული საშუალების შეძენა არ უწევს და ქალი პროცესს მთლიანად თავად აკონტროლებს. მათგან აღსანიშნავია:

კალენდარული მეთოდი, რომლის დროსაც მენსტრუალური ციკლის დღეების მიხედვით, ფერტილური პერიოდი შეგვიძლია გამოვყოთ. ფერტილურ დღეებში სქესობრივი ცხოვრებისაგან თავშეკავება კონტრაცეფციის ერთ-ერთი მიმართულებაა.

ლაქტაციური ამენორეის მეთოდი და ის მაქსიმალურად ეფექტური პირველი 6 თვის განმავლობაშია იმ შემთხვევაში, თუ ჩვილის კვების რეჟიმი დაცულია. ასევე, აუცილებელია, ციკლი არ იყოს აღდგენილი

ბუნებრივ მეთოდებს თერმული მეთოდიც მიეკუთვნება. მაგალითად, ბაზალური ტემპერატურის მეთოდი, როდესაც მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან ტემპერატურის გაზომვა ხდება და მაშინ, როცა გარკვეული გრაფიკის მიხედვით ტემპერატურის ცვალებადობას 0,6 გრადუსით და უფრო მეტით ვაფიქსირებთ, ეს უკვე მოახლოებულ ოვულაციაზე მეტყველებს და ამ შემთხვევაშიც გარკვეულდღეებში თავდაცვა -კონტრაცეფციულ ეფექტს იძლევა.

ბუნებრივ მეთოდებს მიეკუთვნება შეწყვეტილი სქესობრივი აქტი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება. შეწყვეტილი სქესობრივი აქტის მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეაკულაცია საშოს გარეთ მოხდეს, რომ სპერმამ შიგნით არ შეაღწიოს. როგორც უკვე გითხარით, ბუნებრივი მეთოდები დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს და წყვილს შეუძლია, თავად შეარჩიოს მათზე მორგებული მეთოდი.

წყარო: mshoblebi.ge

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი