kaKA

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას ეფექტურად - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

20 მარტი 2023

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას ეფექტურად - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

თმის ცვე­ნა, რო­გორც ქა­ლებ­ში, ასე­ვე მა­მა­კა­ცებ­ში 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი, ამ­ბობს, რომ ეს პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ გა­უმწვავ­დათ. ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ანა მა­მა­სახ­ლისს სწო­რედ ამ პრობ­ლე­მა­ზე ვე­სა­უბ­რეთ, ვკი­თხეთ მი­თებ­ზე, რომ­ლე­ბიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და რაც მთა­ვა­რია, ვთხო­ვეთ მკი­თხვე­ლის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა უნდა მი­ვირ­თვათ, რას მო­ვე­რი­დოთ და რო­დის მივ­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს...

- ანა, რა ასაკ­ში იწყე­ბა პრობ­ლე­მუ­რი თმის ცვე­ნა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში სი­მე­ლო­ტემ­დეც კი მი­იყ­ვა­ნოს ადა­მი­ა­ნი?

- სა­ერ­თოდ თმის ცვე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ასაკს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. არ­სე­ბობს ან­დრო­გე­ნუ­ლი ალო­პე­ცია, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცებ­ში ვი­თარ­დე­ბა, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცუ­რი ჰორ­მო­ნე­ბით. ძი­რი­თა­დად იწყე­ბა 40-50 წლის ზე­ვით, თუმ­ცა გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტორ­საც მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, შე­იძ­ლე­ბა უფრო ადრე და­ი­წყოს. ან­დრო­გე­ნუ­ლი ალო­პე­ცია სამ­წუ­ხა­როდ გვხვდე­ბა ქა­ლებ­შიც და ბავ­შვებ­შიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა. პან­დე­მი­ამ და კო­ვიდ­მა ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­და ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მზე და ამ პრობ­ლე­მამ მო­ი­მა­ტა ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში.

- დიახ, სამ­წუ­ხა­როდ, კო­ვი­დის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რი უჩი­ვის თმის ცვე­ნას, ნამ­დვი­ლად კო­რო­ნა­ვირუ­სია ამი­სი მი­ზე­ზი?

- ამ თე­მა­ზე კვლე­ვე­ბი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ დღემ­დე გა­მოკ­ვე­თი­ლი პა­სუ­ხი არ არის. ზო­გა­დად, კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას იწ­ვევს, რაც შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს თმა­ზეც. გარ­და ამი­სა, კო­ვი­დის იწ­ვევს ანე­მი­ას, თუ­თი­ის დე­ფი­ციტს, რისი ნაკ­ლე­ბო­ბაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია თმის ცვე­ნას­თან. ასე­ვე, თმის ცვე­ნის ერთ-ერთი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს მძი­მე ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ცე­სი ორ­გა­ნიზ­მში და სტრე­სი, რაც სამ­წუ­ხა­როდ ახ­ლავს კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ას.

- ად­რე­ულ ასაკ­ში რა შემ­თხვე­ვა­ში იწყე­ბა თმის ცვე­ნა?

- გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში და­წყე­ბუ­ლი თმის ცვე­ნა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. ამ დროს ორ­გა­ნიზ­მი ემ­ზა­დე­ბა სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის­თვის, იც­ვლე­ბა ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რა­ღაც პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად, თუმ­ცა შემ­დეგ უნდა შე­წყდეს. ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა, სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა, სტრე­სის­გან თა­ვის არი­დე­ბა და ძი­ლის მო­წეს­რი­გე­ბა, მაგ­რამ სკრი­ნინ­გი არა­ვის აწყენს და ელე­მენ­ტა­რუ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა სა­სურ­ვე­ლია, თუმ­ცა ამ ასაკ­ში სა­გან­გა­შოდ მა­ინც არ ით­ვლე­ბა.

- რო­დე­საც თმის ცვე­ნა გა­მოწ­ვე­უ­ლია ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ავ­ტო­მა­ტუ­რად გვარ­დე­ბა თმის პრობ­ლე­მაც?

- თუ პრობ­ლე­მა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის დაქ­ვე­ი­თე­ბაა, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში თმის ცვე­ნა უნდა შე­ნელ­დეს და აღ­დგეს თმის ზრდის პრო­ცე­სი. მაგ­რამ აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი თი­რე­ო­დი­ტის დროს, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ორ­გა­ნიზ­მში მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რჩე­ბა, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის დაქ­ვე­ი­თე­ბა და ხში­რად არის ხოლ­მე ბუ­დობ­რი­ვი ალო­პე­ცია, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბრძო­ლა ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­აღ­მდეგ ცოტა რთუ­ლია, მაგ­რამ ხან­გრძლივ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. რო­დე­საც მი­ნე­რა­ლე­ბის დე­ფი­ციტ­თან გვაქვს საქ­მე, უფრო მარ­ტი­ვია, რად­გან მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გვარ­დე­ბა. ან­დრო­გე­ნუ­ლი თმის ცვე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც გე­ნე­ტი­კუ­რად არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, შე­ჩე­რე­ბა და გა­და­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ად­რე­ულ ჩარ­თუ­ლო­ბას. ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან­დრო­გე­ნუ­ლი თმის ცვე­ნის მი­ზე­ზია ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, საკ­ვერ­ცხე­ე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი, მა­მა­კა­ცუ­რი ჰორ­მო­ნე­ბის სი­ჭარ­ბე, დიახ, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩერ­დე­ბა პრო­ცე­სი.

- რო­დე­საც არ მი­დის პა­ცი­ენ­ტი სპე­ცი­ა­ლის­ტთან, რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა დად­გეს?

- რო­დე­საც ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ შე­საძ­ლე­ბე­ლია სრუ­ლად გა­მე­ლოტ­დეს, გარ­და თმის ცვე­ნი­სა შე­იძ­ლე­ბა ამან ბევ­რი სხვა ორ­გა­ნოს პრობ­ლე­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს და თმის ცბ­ვე­ნა მე­ო­რად პრობ­ლე­მად იქ­ცეს.

- შამ­პუ­ნე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ბა­ლა­ხის ნა­ყე­ნე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი, რის რეკ­ლა­მა­საც ხში­რად ვხე­დავთ, ნამ­დვი­ლად აჩე­რებს თმის ცვე­ნას, თუ დრო­ე­ბით აგ­ვა­რებს პრობ­ლე­მას?

- ზო­გა­დად მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბის ან მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა ექი­მის გა­რე­შე რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მათი და­ნიშ­ვნა მა­შინ ხდე­ბა, თუ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია უკ­მა­რი­სო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შამ­პუ­ნებს, არ­სე­ბობს მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ვი­ღა­ცას­თან შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა ჰქონ­დეს ეფექ­ტი. ზო­გა­დად არ არ­სე­ბობს კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებს კონ­კრე­ტუ­ლი შამ­პუ­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე. ხალ­ხში გა­მი­გია რომ იყე­ნე­ბენ დაფ­ნის, ჭინჭრის ნა­ხარ­შებს, ასე­ვე თმის ძი­რებ­ზე ის­ვა­მენ და­ნა­ყილ ნი­ორს, შე­იძ­ლე­ბა რა­ტო­მაც არა, უარ­ყო­ფით ეფექტს არ გა­მო­იწ­ვევს. ნი­ო­რი მწა­რეა და ეს სიმ­წა­რე იწ­ვევს სის­ხძარ­ღვე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, იზ­რდე­ბა ფო­ლი­კუ­ლე­ბის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა და შე­იძ­ლე­ბა დრო­ე­ბი­თი ეფექ­ტი მარ­თლაც ჰქონ­დეს, მაგ­რან თუ პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, მას ვერ აღ­მო­ფხვრის.

- ბოლო დროს თმის ცვე­ნას­თან, რო­გორც ბევრ სხვა პრობ­ლე­მას­თან ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ციტს...

- დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კვლე­ვაა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პან­დე­მი­ის შემ­დეგ. თვით­ნე­ბუ­რად, კვლე­ვის გა­რე­შე, მისი მი­ღე­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი, მაგ­რამ მარ­ტი­ვად მოგ­ვა­რე­ბა­დი პრობ­ლე­მაა. ადრე D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა ბავ­შვებ­ში ასო­ცირ­დე­ბო­და რა­ქიტ­თან, უფ­რო­სებ­ში ოს­ტე­ო­პორზთან, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი­დან ჩანს, რომ ზო­გა­დად იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს დ ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ასაკს, წო­ნას, სე­ზონს და ამის მი­ხედ­ვით უნდა მივ­ცეთ რჩე­ვა პა­ცი­ენტს. არ ღირს უყუ­რა­დღე­ბოდ ამ სა­კი­თხის და­ტო­ვე­ბა.

- და­სა­წყის­ში ახ­სე­ნეთ კვე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა არის აკ­რძა­ლუ­ლი და პი­რი­ქით, მი­სა­ღე­ბი, თმის ცვე­ნი­სას...

- ზო­გა­დად ჯან­სა­ღი კვე­ბის პრინ­ცი­პი ყო­ველ­თვის გა­მარ­თლე­ბუ­ლია. თმის ცვე­ნი­სას სა­სურ­ვე­ლია პა­ცი­ენ­ტი იკ­ვე­ბოს ცი­ლე­ბით, ნახ­შირ­წყლე­ბით, მე­ნიუ სრულ­ფა­სო­ვა­ნი უნდა იყოს. უნდა მი­ვირ­თვათ ხილი, ბოსტნე­უ­ლი, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, მარ­ცვლე­უ­ლი, ზო­მი­ე­რად ცხი­მი­ა­ნი რძის პრო­დუქ­ცი, ხორ­ცი, თევ­ზი და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2-3 ლიტ­რი სი­თხით უნდა შე­ივ­სოს ორ­გა­ნიზ­მი. უნდა მო­ვე­რი­დოთ გა­ზი­ან სას­მე­ლებს, გა­მომ­ცხვარ საკ­ვებს, თეთ­რი ფქვი­ლის ნა­წარმს და „ფასთფუდს“.

ავტორი: ნინო გიგიშვილი

წყარო: www.ambebi.ge

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი